თამბაქო

მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი (1000 თესლი 60-80 მგ-ს იწონის).
მეთამბაქოეობა

თამბაქოს ფოთოლი შეიცავს (5-ობით) ნიკოტინს — 1-3, ეთეროვან ზეთებს 1, ფისს 4-7, ნაცარს 18-მდე. ფისი და ეთეროვანი ზეთი თამბაქოს სასიამოვნო სურნელებას აძლევს. უმაღლესი ხარისხის საპაპიროსე ნედლეული შეიცავს 11-13% ნახშირწყლებს, 7% ცილებს. თამბაქოს თესლში 40%-მდე ზეთია.
თამბაქოს სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. რუსეთში გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში. პეტრე I-ის დროს უკრაინში აუგიათ თამბაქოს ფაბრიკა. აქ უმთავრესად წეკო მოჰყავდათ. ყოფილ სსრკ-ში თამბაქოს კულტურის ძირითადი რაიონებია ყირიმისა და კავკასიის შავისღვისპირა ზოლი, ამიერკავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკები.
რამდენად აზიანებს ის ორგანიზმს?!
როგორც ყველამ იცით თამბაქო მავნებელია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ამ ლოზუნგს ბევრი არ ითვალისწინებს და თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში კატასტროფულად მაღალია ანუ მსოფლიოში 80% მწეველია.საქართველო ამ სტატისტიკას არ ჩამორჩება და საპატიო ადგილს იკავებს, საქართველოს მოსახლეობის 1/3 ნაწილი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია და ამით ის არამარტო საკუთარ თავს აყენებს ზიანს არამედ გარშემომყოფთათვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს.საქართველოში მოზარდების 43% ეწევა თამბაქოს.
თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს მის მოხმარებას მოზარდებში:
- თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
- 20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა
- მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
- ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
- თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა
- გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში.
Hiç yorum yok:
Yorum Gönder