ნარკოტიკი — ქიმიური ნაერთი, რომელიც იწვევს კომას, გონებრივ სისუსტესა ან/და ტკივილის უგრძნობლობას. ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ ოპიატებისა ან ოპიოიდების განსაზღვრებაში, რომლებიც ეკუთვნის ნარკოტიკული ანალეგეტიკების ჯგუფს. მიჩნეულია, რომ პირველად ტერმინი „ναρκωτικός“ — ნარკოტიკი ბერძენმა მკურნალმა — ჰიპოკრატემ გამოიყენა, კონკრეტულად კი იმის აღსანიშნავად, რომ იგი მიეკუთვნება წამლების იმ ჯგუფს, რომელიც იწვევს ტკივილის გაყუჩებასა ან/და დამბლას. ეს ტერმინი ასევე გამოიყენა ანტიკური პერიოდის გამოჩენილმა ექიმმა — გალენსომა. ამ ნივთიერებების გაჩენას იგი უშუალოდ მანდრაგორის ფესვებსა და ყაყაჩოს თესლებს უკავშირებდა.
ნარკოტიკის ისტორია
არქელოგიური წყარეობის მიხედვით ადამიანები ოპიუმსა და მაგიურ სოკოეაბს ჯერ კიდევ 10 000 წლის წინათ იღებდნენ.ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის ცნობილი ფილოსოფოსი პითაგორა შესაძლოა რაიმე სახის ნარკოტიკების მომხმარებლები ყოფილიყო. ამ სტატიაში წრმოადგენილია რამოდენიმე სახეობის ნარკოტიკი უძველესი კულტურიდან.
ნარკოტიკის სახეები
კოკაინი:
კოკაინი — ალკალოიდი, რომელიც მიიღება კოკაინის ხის (Erytoxilon coca) ფოთლებისაგან. განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფს. ოფთალმოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, უროლოგიასა და სტომატოლოგიაში ზედაპირული გაუტკივარებისათვის იყენებენ კოკაინის ფხვნილებსა და ხსნარს. კოკაინი ძლიერ ტოქსიკურია, ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს. მისი ხშირი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს კოკაინიზმი.
ჰეროინი:
ჰეროინი---ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს.
ექსტაზი:
სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია როგორც ჰალუცინოგენური, ისე აღმგზნები ეფექტი. მისი ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება ფერადი აბები და კაფსულები. ექსტაზის ჟარგონული დასახელებები: იქსი, XTC, “ადამი”, “E” და ა.შ. ექსტაზის მოხმარება: - ორალური გზით; - ზოგჯერ ინჰალაციის გზით. ექსტაზის აქვს აღმგზნები და ჰალუცინოგენური მოქმედება, რაც ვლინდება: - სიყვარულის და ბედნიერების შეგრძნებაში; - გარშემომყოფებთან თბილ და ახლო ურთიერთობაში; - სიმშვიდისა და თავითკმაყოფილების შეგრძნებაში.
პაბლო ესკობარი
პაბლო ემილიო ესკობარ გავირია (ესპ.Pablo Emilio Escobar Gaviria; დ. 1დეკემბერი, 1949 — გ. 2 დეკემბერი, 1993) — კოლუმბიელი ნარკობარონი და კონტრაბანდისტი. მოღვაწეობის მწვერვალზე, აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანილი კოკოაინის 80%-ს მისი კარტელი აკონტროლებდა. ხშირად „კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი, ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო ისტორიაში და 1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული. თავისი საქმიანობის დიდების ხანაში ის მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის იყო და მის მიერ აშენებულ Hacienda Napoles-ში ცხოვრობდა.
ყველაზე ცნობილი ნარკომანი
მაილს დევისი
მაილს დევისი-უდიდესი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მეოცე საუკუნის ერთ ერთი უნიჭიერესი მესაყვირე.1950 წელს ის დამოკიდებული გახდა ჰეროინზე და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო დაენებებინა თავი.
სალვადორ დალი
სალვადორ დალი-მისთვის “ლსდ“ იყო ერთ ერთი შთაგონების წყარო.სიკვდილის უკანასკნელ თვეებში ის ეხვეწებოდა თავის ექიმს რომ უფრო მეტი დოზა “ლსდ“ მიეცა, რომ ახალი ხილვები, იდეები, ფანტაზიები მოსვლოდა თავში.(ეს მის ნახატებშიც აისახება).
ადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი-მოიხმარდა მორფინს, კოდეინს, პერვიტინს(იგივე ჯეფი) ცხოვრების უკანასკნელ წლებში ჰიტლერი “მეტადონზე“ დამოკიდებული გახდა.
Hiç yorum yok:
Yorum Gönder