ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი მისი გავრცელებული და ისტორიული გამოყენებით, ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება. განურჩევლად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად კი აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა.
ნივთიერებების ავადმოხმარება
ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების თემა არ განეკუთვნება ფსიქიატურული ან მით უმეტეს სამედიცინო დარგის რომელიმე ვიწრო სფეროს. ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება შეიძლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ნებისმიერი ასპექტის მქონე ფსიქიატრიულ პრაქტიკაში. იგი რელევანტურია, მაგალითად თერაპიულ განყოფილებაში მწვავე აბნევის მქონე პაციენტის გამოკვლევისას; გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სუიციდის მცდელობით შემოსულ პაციენტთან; ხანდაზმულ პაციენტებთან, რომლებსაც საკუთარი თავის მოვლა უჭირთ; პრობლემურ მოზარდებთან ან ბავშვებთან, რომლებიც აქროლად ნივთიერებებს შეისუნთქავენ.ფიზიკური დარღვევები
ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ, შეიძლება, სხვადასხვა სახის ფიზიკური დარღვევა გამოიწვიოს: 1. ალკოჰოლს გარკვეული ტიპის ქსოვილებზე, განსაკუთრებით, ღვიძლსა და თავის ტვინზე, უშუალო ტოქსიკური მოქმედება ახასიათებს; 2. ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებას ხშირად თან სდევს ცუდი კვება, რაც იწვევს ცილებისა და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას; 3. იზრდება უბედური შემთხვევების, განსაკუთრებით, ქალა-ტვინის ტრავმის მიღების რისკი; 4. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას თან სდევს დაუდევრობა და აქედან გამომდინარე, გაზრდილია მოწ- ყვლადობა ინფექციების მიმართ.
სპირტი
სპირტი (ალკოჰოლი) — ნახშირწყალბადთა ნაწარმი, რომელიც შეიცავს ნაჯერ ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფს (−OH ). ნაერთებს, რომლებშიც ОН-ჯგუფი დაკავშირებულია არომატულ რგოლთან, უწოდებენ ფენოლებს, ხოლო თუ ნახშირბად-ნახშირბადის ორმაგ ბმასთან — ენოლებს. ნახშირწყალბადის რადიკალის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს აციკლური, ანუ ალიფატური, ალიციკლური, ცხიმოვან-არომატული და ჰეტეროციკლური.
მეთანოლის მოლეკულის მოდელი
როგორ მოქმედებს ალკოჰოლი თავის ტვინზე
3 მსახიობი, რომელთაც ალკოჰოლიზმის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.
ბრენდელ კუპერი
ამ მომხიბლავი და პოზიტიური ვარსკვლავის ცხოვრებაში რთული პერიოდი არცთუ დიდი ხნის წინ დასრულდა. იგი ალკოჰოლიზმით თითქმის ათი წელია იტანჯება და 2015 წელს მან ღიად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა დამოკიდებულებამ მის ცხოვრებაზე. “არც საკუთარ თავთან, არც სხვებთან ნორმალური ურთიერთობა არ შემეძლო, ცხოვრება რადიკალურად რომ არ შემეცვალა, ვერასდროს მეყოლებოდა ის ხალხი, ვინც დღეს მყავს. ვეღარ ვიზრუნებდი მამაჩემზე, რომელიც ამ პერიოდში ავად იყო. და სხვა უამრავი რამ.” კუპერის მაგალითი დასტურია იმისა, რომ ალკოჰოლი თავად დამოკიდებულზე მეტად მის გარშემომყოფებზე მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ბრედლი კუპერს 29 წლამდე საერთოდ არ გაესინჯა ალკოჰოლური სასმელი.
დენიელ რედკლიგი
საყვარელი ჰარი პოტერი გაიზარდა და, როგორც ბავშვობიდან ვარსკვლავებად ქცეულ მსახიობებს ხშირად ემართებათ, სტრესთან გამკლავება ალკოჰოლით სცადა. 2012 წლის ინტერვიუში ჟურნალ ShortList-თან რედკლიფმა აღიარა, როგორ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ “სმის მიმართ უკვე მეტისმეტად არაჯანსაღი დამოკიდებულება უჩნდებოდა, ზიანს აყენებდა სხეულს და სოციალურ ცხოვრებას, როგორ იქცა განდეგილად 20 წლის ასაკში”. მან ისიც დააყოლა, რომ გადაღებებზეც კი ნასვამი მიდიოდა და ამას მხოლოდ გარი ოლდმანს (მასაც ჰქონდა ალკოჰოლიზმის პრობლემები) უმხელდა.
“თავი უნდა შემეჩერებინა. გაჩერება შევძელი თუ არა აღმოვაჩინე ცხოვრების ის ბედნიერება, რომლის წარმოდგენაც კი არ შემეძლო.”
მელ გიბსონი
იმის შესახებ, რომ ალკოჰოლიზმს ებრძოდა, მელ გიბსონმა ხმამაღლა უკვე შუახნის ასაკში განაცხადა. 2009 წელს ის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავეს. მანამდე, 2006 წელს ამავე მიზეზით დაჭერას დაკავების დროს ანტისემიტური განცხადებებიც დაემატა. წარსულში გიბსონი პროფესიონალების დახმარებით ცდილობდა ალკოჰოლიზმის დამარცხებას, სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრსაც მიმართა.
The Fix-თან საუბრისას მსახიობმა განაცხადა: “ამბობენ, რომ სულ სამი გამოსავალია: გიჟდები, კვდები ან თავს ანებებ”.
3 გამორჩეული ფილმი ალკოჰოლზე და მასზე დამოკიდებულ ადამიანებზე.
ეკიპაჟი (2012)
ხშირად დალევა ბევრს უწევს. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როდესაც ამით ის ადამიანები იტანჯებიან, რომლებზეც თითქმის ყოველდღიურად, პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. სწორედ ასეთ ისტორიას მოგვითხრობს რობერტ ზემეკისის ფილმი “ეკიპაჟი”, რომელშიც მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი ასრულებს. მან ბრწყინვალედ შეასრულა იმ ადამიანის როლი, რომელიც თვითგანადგურების ზღვარზე იმყოფებოდა და ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის იყო ნომინირებული. გამოცდილი პილოტი სასწაულით გადაურჩა ავიაკატასტროფას და თითქმის მსხვერპლის გარეშე დასვა თვითმფრინავი რთულ სიტუაციაში, თუმცა თითოეული გმირობის უკან იმალება უამრავი დეტალი, რომელიც ისტორიას სხვანაირად წარმოაჩენს.
ლას-ვეგასიდან წასვლა (1995)
მაიკ ფიგისის ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ჯონ ობრაიენის ავტობიოგრაფიულ რომანს ეფუძნება. ალკოჰოლზე დამოკიდებული ბენ სანდერსონის როლისთვის ნიკოლაზ ქეიჯმა ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფილმის ჩვენებები კინოთეატრებში შეზღუდული იყო.
ქეიჯმა მოირგო იმ ადამიანის როლი, რომელიც გალოთდა, დაკარგა სამსახური, დაწვა სახლში და ლას-ვეგასში გაემგზავრა, სადაც მეძავი დაიქირავა. ხანგრძლივი საუბრების შედეგად ისინი მიხვდნენ, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ და ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. საინტერესოა, ასე კარგად შეძლებდა თუ არა ქეიჯი ამ როლთან გამკლავებას, რომ არა მისი სერიოზული შემზადება ამ როლისთვის. როგორც თავად მსახიობი ამბობს, ნახევარი წლის განმავლობაში ის სპეციალურად სვამდა გონების დაკარგვამდე, რომ მაქსიმალურად შეეგრძნო ის, რასაც მისი პერსონაჟი ფილმში განიცდის. მოგვიანებით მას ანონიმური ალკოჰოლიკების ჯგუფებზე სიარულიც მოუწია, რათა ამ დამოკიდებულებისთვის თავი დაეღწია.
ღვინისა და ვარდების დღეები (1962)
კიდევ ერთი შავ-თეთრი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა ჩვეულებრივი ადამიანი დროთა განმავლობაში ალკოჰოლზე დამოკიდებული. ამ სიტუაციის დრამა იმაში მდგოამრეობს, რომ ფილმის მთავარი გმირები – სარეკლამო აგენტი ჯო კლეი და მდივანი კირსტენი, ერთად ეშვებიან ფსკერზე, უკან დასაბრუნებელი გზები კი აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ. ფილმი სწორედ ამ სამწუხარო თეზისს: “ქალური ალკოჰოლიზმი განუკურნებელია” ამტკიცებს. თუმცა ავტორს სჯერა, რომ საქმე არა სქესშია, არამედ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის ნამდვილ სურვილში. ფილმმა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო.
ბიბლიოგრაფია
Hiç yorum yok:
Yorum Gönder